მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ლიბანის პრემიერი ვადამდელი არჩევნების ინიციატივით გამოდის

ბეირუთში მოხდარი აფეთქების გამო მსხვერპლი იზრდება

ბეირუთში ვითარება გამწვავდა. ანტი-სამთავრობო აქციის მონაწილეები საგარეო საქმეთა სამინისტროში შეიჭრნენ. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ქუჩაში პროტესტის ნიშნად რამდენიმე ათასი ადამიანი გამოვიდა. მათ მიმართ პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. არიან დაშავებულები. ისმოდა ცეცხლსასროლი იარაღის ხმაც.

ლიბანის პრემიერ-მინისტრის ჰასან დიაბას სატელევიზიო მიმართვა ჰქონდა. მან განაცხადა რომ კრიზისის გამოსავალი ვადამდელი არჩევნებია.

„კრიზისიდან ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გარეშე ვერ გამოვალთ“, - აღნიშნა ლიბანის პრემიერმა. მისი თქმით, საკითხი ორშაბათს, 10 აგვისტოს განიხილება.

ცნობისთვის, ბეირუთის პორტში ძლიერი აფეთქება 4 აგვისტოს მოხდა. პორტის საწყობში 2 750 ტ ამონიუმის ნიტრატი აფეთქდა, რომელიც ადგილზე 6 წლის განმავლობაში ინახებოდა. აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 158-მდე გაიზარდა. დაშავებულთა რიცხვი 6000-ს აჭარბებს, 21 კი კვლავ დაკარგულად ითვლება.