მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ლიბანის შს მინისტრი აცხადებს, რომ საფრთხისშემცველ ტვირთზე ინფორმაცია არ ჰქონდა

ბეირუთის აფეტქების კადრები

ლიბანის შინაგან საქმეთა მინისტრის მუჰამედ ფახმის განცხადებით, ბეირუთის პორტში არსებულ საფრთხისშემცველ ტვირთთან დაკავშირებით არაფერი იცოდა. ამის შესახებ მან ადგილობრივ ტელეარხთან „ლიბან 24“-თან ინტერვიუში განაცხადა.

„საფრთხის შესახებ ინფორმაცია არ მქონია. ამ ტვირთის საქმეზე არაფერი ვიცოდი, თუმცა თვალს არცერთ ქეისზე არ ვხუჭავ“, - აღნიშნა შს მინისტრმა.

ამავდროულად, ბეირუთის ნავსადგურის დირექტორმა და ლიბანის საბაჟო სამსახურის უფროსმა ბადრი დაჰერმა განაცხადა, რომ საბაჟომ და ლიბანის საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურის გენერალურმა დირექტორმა პორტიდან საშიში საქონლის ამოღება არაერთხელ მოითხოვეს, მაგრამ მათი მოთხოვნა წლების განმავლობაში უგულვებელყოფილი იყო.

მთავრობის მეთაურის ბრძანებით, პორტის ყველა თანამშრომელი შინა პატიმრობაში გადავიდა, მანამდე, სანამ „კონკრეტული თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის საკითხი არ დადგება“.

ბეირუთში 4 აგვისტოს მომხდარ აფეთქებას 100-მდე ადამიანი ემსხვერპა, დაშავებულია 4000-ზე მეტი მოქალაქე.

აფეთქებამ პორტიდან 2,2 კმ-ის რადიუსში ნგრევა გამოიწვია.

ბეირუთის პორტმა ფუნქციონირება შეწყვიტა. ადგილზე განადგურდა საწყობები, სადაც ხორბლის მარაგი ინახებოდა. დაშავებულების დიდ რაოდენობას საავადმყოფოები ვერ აუდიან. ქალაქის მაცხოვრებლების უმეტესობა უსახლკაროდ დარჩა.

ბეირუთის პრეზიდენტმა ორკვირიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და პარტნიორ ქვეყნებს დახმარება სთხოვა.