მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ლიბანში აფეთქების შედეგად სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა

ბეირუთში მომხდარი აფეთქება

ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში მომხდარ აფეთქებას სულ მცირე 10 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, აფეთქების შედეგად დაშავებულია ასობით ადამიანი.

ცნობისთვის, ბეირუთში მასშტაბური აფეთქება ქალაქის საპორტო ნაწილში მოხდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, აფეთქება იმ ადგილას მოხდა, სადაც პიროტექნიკის საწყობია.

უცხოური მედია წერს, რომ აფეთქების შედეგად დანგრეულია სამი სართულიანი შენობა და მოყოლილია ათეულობით ადამიანი.