მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ლიბანში აფეთქებისას დაღუპულთა რიცხვი ისევ გაიზარდა - უკანასკნელი ცნობები ადგილიდან

ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში მომხდარი აფეთქების გამო გაჩენილ ხანძარს მეხანძრე აქრობს.

ლიბანის დედაქალაქ ბეირუთის პორტში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 137-მდე, ხოლო დაშავებულთა რაოდენობა 5000-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ალ ჯაზირა“ ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამავე ცნობით, დაკარგულად ათეულობით ადამიანი ითვლება. მსხვერპლის შესახებ მონაცემები პერიოდულად ახლდება, რადგან აფეთქების ზონაში მაშველები სამძებრო ოპერაციას კვლავ განაგრძობენ.

ბეირუთის პორტში ძლიერი აფეთქება 4 აგვისტოს მოხდა. პორტის საწყობში 2 750 ტ ამონიუმის ნიტრატი აფეთქდა, რომელიც ადგილზე 6 წლის განმავლობაში ინახებოდა.

შემთხვევის შედეგად პორტმა ფუნქციონირება შეწყვიტა. ქალაქის ასეულობით ათასი მაცხოვრებელი უსახლკაროდ დარჩა.

ლიბანში ორკვირიანი საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

განახლებული ინფორმაციით, ბეირუთში აფეთქების შედეგად ზარალი 10-15 მლრდ დოლარს შეადგენს.