მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ლიბანში მომხდარი აფეთქების შედეგად სულ მცირე 50 ადამიანი დაიღუპა

ბეირუთში მოხდარი აფეთქების გამო მსხვერპლი იზრდება

ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში მომხდარი აფეთქების გამო მინიმუმ 50 ადამიანია დაღუპული. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ლიბანის ჯანდაცვის მინისტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, აფეთქების შედეგად დაშავებულია 2700-ზე მეტი ადამიანი. დანგრეულია მაღალსართულიანი შენობები და ასეულობით ადამიანი მოყოლილია ნანგრევებში.

ცნობისთვის, 4 აგვისტოს ბეირუთში ქალაქის საპორტო ნაწილში მასშტაბური აფეთქება მოხდა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქება ასაფეთქებელი ნივთიერებების საწყობთან ახლოს მოხდა. ამ ეტაპზე უცნობია, რა გახდა აფეთქების მიზეზი.