მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ლიეტუვამ ლუკაშენკოს ულტიმატუმი წაუყენა

ლიეტუვის პრეზიდენტი
„ლიეტუვა, ლატვია და პოლონეთი მზად არიან ბელარუსის კრიზისის პროცესში შუამავლის როლი შეასრულონ, რათა მოქალაქეებზე ძალადობა შეწყდეს“,- ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ განაცხადა, იუწყება Reuters.

ამავდროულად, ნაუსედამ გააფრთხილა ბელარუსი, რომ თუ შუამავლობის შეთავაზებაზე უარს იტყვის, ბელარუსის წინააღმდეგ შესაძლოა სანქციები დაწესდეს, როგორც ცალკეული ქვეყნების, ისე ევროკავშირის დონეზე.

ნაუსედამ პრესკონფერენციაზე ბელარუსში ვითარების მოგვარების გეგმა წარადგინა. მისი განმარტებით, ლიეტუვისა და სხვა ქვეყნების ხელისუფლება კრიზისიდან გამოსავალს ეძებენ.

უახლოეს მეზობლებს, ლიეტუვის ჩათვლით, სტაბილური, დემოკრატიული და დამოუკიდებელი ბელარუსი სჭირდებათ. ეს ყველაფერი შეუთავსებელია ბოლო დღეების მოვლენებთან, რომლებსაც ჩვენ შეშფოთებით ვადევნებთ თვალს“, - აღნიშნა ნაუსედამ.

მისი თქმით, შეამავლობის პროცესის დაწყებას ბელარუსის ხელისუფლების მიერ 3- პუნქტიანი გეგმის შესრულება უნდა უძღოდეს წინ: მოქალაქეების მიმართ ძალის გამოყენებაზე უარის თქმა; დაკავებულთა გათავისუფლება; ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის დიალოგის აღდგენა.

ცნობისთვის, ბელარუსში საპროტესტო გამოსვლები და არეულობა 9 აგვისტოს დაიწყო. მომიტინგეები საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ. სამართალდამცველებმა აქციების დასაშლელად ძალა გამოიყენეს, რის შედეგადაც დაიღუპა ერთი და დაშავდა ასობით ადამიანი. დაკავებულთა რაოდენობა 5000-ს აჭარბებს.