მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ლუკაშენკო: აქციის ორგანიზატორებს კრიმინალური წარსული აქვთ

ბელარუსის მოქმედი პრეზიდენტი

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო აცხადებს, რომ მინსკში მიმდინარე საპროტესტო აქციის ორგანიზატორებსა და ინიციატორებს კრიმინალური წარსული აქვთ.

აქციის ორგანიზატორებს კრიმინალური წარსული აქვთ და ისინი დღეს უმუშევრები არიან. სწორედ ამიტომ ვთხოვ და ვაფრთხილებ ყველას, რომ მუშაობა დაიწყონ“, - აცხადებს ლუკაშენკო.

ცნობისთვის, ბელარუსში საპროტესტო აქციები საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების დღიდან, 9 აგვისტოდან მიმდინარეობს. მოქმედმა პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ ზედიზედ მეექვსედ გაიმარჯვა და ხმათა 80% მიიღო. საერთაშორისო დამკვირვებლებმა როგორც წინასაარჩევნო გარემო, აგრეთვე, უშუალოდ არჩევნების პროტესტი მკვეთრად უარყოფითად შეაფასეს.


ევროპის ქვეყნების ლიდერები ახალ სანქციებზე ალაპარაკდნენ. სამთავრობო ეგზიტპოლების გამოქვეყნებას მინსკისა და სხვა დიდი ქალაქების ქუჩებში პროტესტი იმავე ღამეს მოჰყვა. პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ რეზინის ტყვიები, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა.