მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ლუკაშენკომ საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარი პოზიცია დააფიქსირა

ლუკაშენკო არჩევნებზე

ბელარუსის მოქმედმა პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარი პოზიცია უკვე დააფიქსირა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Unian ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ლუკაშენკომ არჩევანი დედაქალაქ მინსკში, ფიზიკური აღზრდის უნივერსიტეტში გახსნილ საარჩევნო უბანზე დააფიქსირა.

ცნობისთვის, დღეს 9 აგვისტოს ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. საარჩევნო უბნების ბელარუსის დროით 08:00 საათზე დაიწყო.ხმის მიცემის პროცედურა 20:00 საათზე დასრულდება. სწორედ ამის შემდეგ გახდება ცნობილი არჩევნების წინასწარი შედეგები. ქვეყნის პრეზიდენტობისთვის 5 კანდიდატი იბრძვის.