მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მაიკ პომპეო: ჩინელი კომუნისტები პანდემიისთვის პასუხს აგებენ

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი

"ჩინეთმა უამრავი ადამიანის ტანჯვა და გლობალური და ამერიკის ეკონომიკისთვის უზარმაზარი ზარალი მოიტანა, რადგან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას კორონავირუსის გავრცელების შესახებ ინფორმაცია დროულად არ მიაწოდა",- ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ Fox News– სთან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ჩინეთის კომუნისტურმა ხელისუფლებამ მსოფლიოში პანდემიის გამოწვევეის გამო პასუხი უნდა აგოს.

მაიკ პომპეოს განცხადებით, ამჟამად პრეზიდენტის ადმინისტრაციის მთავარი მიზანია შეაჩეროს პანდემია, გახსნას ეკონომიკა და დაადგინოს ფაქტები კორონავირუსის შესახებ, რომელზეც მსოფლიომ ჯერ არაფერი იცის.

"მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩინეთის კომუნისტური პარტია გადაიხდის იმის საფასურს, რაც მათ მსოფლიოს მოუტანეს, თუმცა, ჯერ არ ვიცი, რა ფორმით მოხდება ეს",- აღნიშნა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა.

კორონავირუსის გავრცელების შესახებ ჩინეთის ხელისუფლებამ ოფიციალური განცხადება 2019 წლის 31 დეკემბერს გააკეთა, თუმცა ვრცელდება ინფორმაცია, რომ ქვეყანაში ვირუსის შემთხვევები გაცილებით ადრე, სექტემბერ-ოქტომბერში იყო დაფიქსირებული.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად მიმდინარე წლის 11 მარტს გამოაცხადა. აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანმოს „Covid-19-ზე ჩინური დეზინთორმაციის გავრცელებისთვის“ დაფინანსება 15 აპრილს შეუწყვიტა.