მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მაკრონი ლიბანის მოსახლეობას დახმარებას ჰპირდება

მაკრონი ლიბანელ ხალხს დახმარებას პირდება

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში ჩავიდა, სადაც აფეთქება მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

ადგილობრივი მოსახლეობა რევოლუციის მომხრეა, რადგან ისინი ბეირუთის ოფიციალურ პირებს არასწორ მმართველობაში ადანაშაულებენ.

„ხალხს სურს რეჟიმის დაცემა“, - აცხადებდნენ მომიტინგეები. „მიშეილ აუნი ტერორისტია! დაგვეხმარე“, - თქვა აქციის მონაწილემ, რომელიც ლიბანის პრეზიდენტს გულისხმობდა.

მაკრონი ლიბანელებს დაპირდა, რომ წამლებითა და საკვებით დაეხმარება.

„მე აქ ვარ და ჩემი მოვალეობაა, დაგეხმაროთ“, - უთხრა ადგილობრივებს მაკრონმა.

ამასთან მაკრონმა დასძინა: „მე დღეს აქ ვარ, რათა შემოგთავაზოთ ახალი პოლიტიკური პაქტი. თუ მათ (პოლიტიკურ ძალებს) არ შეუძლიათ შეასრულონ ეს პაქტი, პასუხისმგებლობას მე ვიღებ“.

ცნობისთვის, ლიბანში აფეთქება 4 აგვისტოს, ბეირუთის პორტთან მოხდა. აფეთქება ასაფეთქებელი ნივთიერებების საწყობთან დაფიქსირდა.

ბოლო მონაცემებით, აფეთქების შედეგად 137 ადამიანი დაიღუპა, დაშავდა 5000.