მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მექსიკა ბავშვებისთვის საზიანო საკვების მიყიდვას კრძალავს

არაჯანსაღი საკვების აკრძალვა

მექსიკის შტატ ოახაკში ბავშვებისთვის უსარგებლო საკვების და შაქრიანი სასმელების რეალიზაცია აიკრძალა, ჭარბწონიანობასა და დიაბეტის დონის შემცირების მიზნით. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ოხაკა არის ერთ-ერთი პირველი, რომელმაც მიიღო ეს გადაწყვეტილება მექსიკაში, რადგან აქ მსოფლიოში მოსახლეობის სიმსუქნის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება.

კანონპროექტი მხოლოდ ბავშვებს შეეხება, ზრდასრულებს კი თავისუფლად შეეძლებათ არაჯანსაღი საკვების შეძენა.

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციი მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, მექსიკის მოსახლეობის 73% ჭარბწონიანია.

ამ კანონის დარღვევის შემთხვევაში მოქალაქეები დაჯარიმდებიან და ზოგიერთმა მათგანს შესაძლოა საკუთარი ბიზნესის დახურვაც მოუწიოს. ხელმეორედ კანონის დარღვევის შემთხვევაში დამნაშავეს პატიმრობა ემუქრება.