თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშიღლუ სომხეთს მიმართავს და აზერბაიჯანის საზღვარზე შეტევების შეწყვეტისკენ მოუწოდებს. სააგენტო APA-ს ცნობით, ამის შესახებ ჩავუშოღლუმ „ტვიტერში“ დაწერა.
ჩავუშოღლუმ აზერბაიჯანს სრული მხარდაჭერა აღუთქვა და სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე აზერბაიჯანელი სამხედროს დაღუპვის გამო სამძიმარი გამოთქვა.
ცნობისთვის, 21 სექტემბერს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტოვუზის რაიონში სომხეთის მხრიდან გახსნილი ცეცხლის შედეგად აზერბაიჯანელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.