მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში მორიგ სკანდალში გაეხვა

პოლიტიკოსი უკრაინაში

ექსპერტების ვარაუდით, სააკაშვილის უკრაინაში საქმიანობა შესაძლოა, ისევ ხანმოკლე აღმოჩნდეს. როგორც ექსპერტები ვარაუდობდნენ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი,  უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე ისევ სკანდალშია. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

უკრაინული ვებგვერდის მიერ გავრცელებული აუდიოჩანაწერები, გამოსვლა, რომელმაც მოსამართლეთა მწვავე კრიტიკა გამოიწვია და ბრალდება, რის საფუძველზეც ჟურნალისტებმა ადგილობრივ საგამოძიებო უწყებებს უკვე მიმართეს - ეს ყველაფერი სააკაშვილის მიერ დაკავებულ პოსტთან წინააღმდეგობაში მოდის.

ადგილობრივი პრესის ინფორმაციით, ზელენსკის ადმინისტრაციის წევრთა უმეტესობა უკვე სააკაშვილის გადაყენებას ითხოვს.