მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უკრაინული მედია: მიხეილ სააკაშვილზე თავდასხმა სცადეს (ვიდეო)

კადრი ვიდეოდან სადაც ჩანს სააკაშვილზე მუქარა

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტზე მიხიელ სააკაშვილზე უცნობმა მამაკაცმა რესტორანში თავდასხმა სცადა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული გამოცემა „სტრანა“ ავრცელებს.

გამოცემის თანახმად, მიხეილ სააკაშვილი რესტორან Fabius-ში სადილობდა, რა დროსაც მასთან დანით შეიარაღებული კაცი მივიდა და ემუქრებოდა. კაცი სააკაშვილის დაცვის თანამშრომლებმა დაიჭირეს და მომხდარის შესახებ პოლიციას შეატყობინეს, თუმცა სამართალდამცველებს იგი არ დაუკავებიათ.

გამოცემა აქვეყნებს ვიდეოს, რომელშიც ინციდენტია ასახული. კადრებში ჩანს თუ როგორ უახლოვდება შეიარაღებული კაცი მიხეილ სააკაშვილს, რომელიც გვერდით დაცვის თანამშრომლებს გაჰყავთ.

შემდეგ მამაკაცი გარეთ გადის, თუმცა კვლავ ბრუნდება და მიხიელ სააკაშვილს უყვირის და ხელით რაღაცას ანიშნებს, ყოფილი პრეზიდენტი კი მას პასუხს სცემს, რის შემდეგაც თავდამსხმელი ტერიტორიას ტოვებს.

გამოცემის თანახმად, გამოძიება ამ დროისთვის მომხდარის მოტივს ადგენს.