მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მინსკში პოლიციამ 250-ზე მეტი ადამიანი დააკავა

მინსკში 250 ადამიანი დააკავეს

მინსკში დღეს გამართულ „ქალთა მარშზე“ პოლიციამ 250-ზე მეტი ადამიანი დააკავა. დაკავებულთა შორის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ნინა ბაგინსკაიაც არის. გამოცემა Tut.by იუწყება, რომ მოგვიანებით 73 წლის ბაგინსკაია გაათავისუფლეს.

ორ ქალს სამედიცინო დახმარება დასჭირდა. სერიოზულად, ჯერჯერობით არავინ დაშავებულა.

ცნობისთვის, ბელარუსში 9 აგვისტოს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.