მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

NASA-სა და SPACEX-ის ასტრონავტების კოსმოსში გაფრენა უამინდობის გამო გადაიდო

კოსმოსური ხომალდი

აშშ–ის ბოლო 9 წელიწადში პირველი პილოტირებული კოსმოსური გაფრენა უამინდობის გამო გადაიდო.

ოთხშაბათს საღამოს დაგეგმილი სტარტი, რომელიც NASA-სა და SPACEX-ის ასტრონავტებს, რაკეტმზიდ „ფალკონ 9“–ს კოსმოსურ ხომალდთან „კრიუ დრაგონთან" ერთად უნდა შეესრულებინათ, 30 მაისამდე გადაიდო.

ეს უნდა იყოს კოსმოსური ხომალდის პირველი პილოტირებული სტარტი აშშ–დან 2011 წლის შემდეგ, თუ არ ჩავთვლით სუბორბიტალურ ფრენებს. ასევე, ეს იქნება პირველი პილოტირებული გაფრენა კოსმოსში კერძო კომპანიის მონაწილეობით.

კოსმოსური ხომალდი სახელად Dragon ილონ მასკის კომპანიის საკუთრებაა. ხომალდის გაშვების სანახავად ფლორიდაში პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც ჩავიდა.