მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნავალნი ევროკავშირს რუსი ოლიგარქების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას სთავაზობს

ნავალნი მძიმე მდგომარეობაშია

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის მთავარი ოპონენტი, ოპოზიციონერი ლიდერი ალექსეი ნავალნი ევროკავშირს რუსი ოლიგარქების წინააღმდეგ მისი მოწამვლის საპასუხოდ სანქციების დაწესებას სთავაზობს. ინფორმაციას interfax ავრცელებს.

მისივე თქმით, რუსეთის სპეცსამსახურების ხელმძღვანელების მიმართ უკვე დაწესებული სანქციები უმნიშვნელოა, რადგან მათ ევროპაში ბევრი ქონება და საბანკო ანგარიში არ აქვთ.

„სანამ სანქციები ოლიგარქების წინააღმდეგ არ იქნება მიმართული, რუსეთის ხელისუფლება საკითხს სერიოზულად არ აღიქვამს“, - აცხადებს ალექსეი ნავალნი.

ინფორმაციისთვის, 14 ოქტომბერს ევროკავშირმა აკრძალული ქიმიური იარაღის გამოყენების გამო სანქციები დაუწესა რუსეთის 6 მოქალაქესა და ერთ-ერთ ორგანიზაციას. ევროკავშირის სანქციები შეეხო რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის დირექტორს ალექსანდრ ბორტნიკოვს, რუსეთის პრეზიდენტის საშინაო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსს ანდრეი იარინს და პრეზიდენტის ადმინისტრაციის პირველ მოადგილეს სერგეი კირიენკოს.

ალექსეი ნავალნი 20 აგვისტოს მოწამლეს.