მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნიუ-იორკში პროტესტი გრძელდება

ქალაქის დარბევა

ისევე როგორც ამერიკის სხვა ბევრ ქალაქში, ნიუ-იორკში საპროტესტო გამოსვლები გრძელდება. პროტესტი რამდენიმე დღეა მიმდინარეობს და მშვიდობიანი გამოსვლების ფარგლებს გასცდა.

აქტივისტები არბევენ მაღაზიებს, გააქვთ საქონელი, ამტვრევენ ოფისების კარ-ფანჯრებს და არბევენ ყველა დაწესებულებას, სადაც შეღწევას ახერხებენ. პოლიცია მათ შესაჩერებლად ყველა საშუალებას იყენებს, თუმცა უკვე შეიძლება ითქვას, რომ ქალაქისთვის მიყენებული ზარალი საკმაოდ დიდია.

სწორედ მათი შეკავების მიზნით, ნიუ-იორკის მერმა ბილ დე ბლასიომ გასულ ღამეს "კომენტანტის საათი" გამოაცხადა, რომელიც 23:00-დან 05:00 საათამდე მოქმედებდა.

ამერიკის 140 ქალაქში მომიტინგეები სამართალდამცველების მხრიდან, დაკავებისას, რასიზმის ნიადაგზე განხორციელებულ ძალადობას აპროტესტებენ, რამაც აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალება გამოიწვია.

ინციდენტში მონაწილე ოთხივე პოლიციელი ამ დროისთვის სამსახურიდან გათავისუფლებულია. ერთ მათგანს კი ბრალი მკვლელობის მუხლით აქვს წარდგენილი.