ნიუ-ორლეანში ცხედრების მისაღებად არ დარჩა ადგილი არცერთ პროზექტურაში.
ნიუ-ორლეანის მერის ლეტოია ქანთრელის ამ განცხადებას CNN ავრცელებს.
"ცხედრებს ვერ ავუდივართ, ამიტომ ფედერალურ მთავრობას მიცვალებულებისთვის დამატებით სპეციალური მაცივრების გაკეთება უნდა ვთხოვო, რათა მშვიდად განისვენონ", - აღნიშნა ქალაქის მერმა.
ცნობისთვის, ამერიკის შეერთებულ შტატებში Covid-19-ით ინფიცირების საერთო მაჩვენებელი 311 ათასზე მეტია.