მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ნოვიჩოკის“ შემქმნელმა ნავალნის მოუბოდიშა

ნავალნი - ნოვიჩოკი

მომწამვლელი ნივთიერება „ნოვიჩოკის“ შემქმნელი ვილ მირზაიანოვი რუს ოპოზიციონერ პოლიტიკოსს ალექსეი ნავალნის ბოდიშს უხდის.

მან განცხადება ტელეკომპანია „დოჟდის“ ეთერში გააკეთა:

„ბოდიშს ვუხდი ალექსეი ნავალნის იმისთვის, რომ ვმონაწილეობდი ამ დანაშაულებრივ ბიზნესში, რომლითაც ის მოიწამლა“, - თქვა მან.

შეგახსენებთ, რომ ალექსეი ნავალნი გერმანიის კლინიკა „შარიტეში“ 22 აგვისტოდან მკურნალობს. ის მომწამლავი ნივთიერება „ნოვიჩოკით“ მოწამლეს და დაახლოებით ორი კვირა კომაში იმყოფებოდა.