მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პეტერბურგის ინფექციურ საავადმყოფოში ხანძარს 1 ადამიანი ემსხვერპლა

რუსეთის სახანძრო სამსახური

სანქტ-პეტერბურგის ინფექციურ საავადმყოფოში გაჩენილ ხანძარს 1 ადამიანი ემსხვერპლა.

რუსული მედიის ცნობით, საავადმყოფოს 4 სართულიან შენობაში ხანძრის გაჩენის დროს 300 პაციენტი იმყოფებოდა. წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი სიგარეტის ნამწვის საწოლში აალების შედეგად გაჩნდა. თავად მწეველი პაციენტი მხუთავი აირით მოიწამლა.

მანამდე ორი ხანძარი მოხდა სანკტ–პეტერბურგისა და მოსკოვის ინფექციურ რკლინიკებში, რასაც რამდენიმე ადამიანი ემსხვერპლა. ამ შემთხვევებში ხანძრის მიზეზი ხელოვნური სუნთქვის აპარატების გაუმართაობა გახდა, რომლებიც რუსული წარმოების იყო.