მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ფაშინიანი: სომხეთში კორონავირუსის სწრაფი გავრცელების მიზეზი წესების დარღვევაა

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი

"მოქალაქეთა მხრიდან წესების დარღვევის კუთხით არსებული ვითარება სომხეთში კატასტროფულია. ეს არის ისტორია არა კონკრეტულად ამ ადამიანების, არამედ ჩვენ ყველას შესახებ. სამწუხაროდ, კორონავირუსით მეც დავინფიცირდი. ეს იმას ნიშნავს, რომ სადღაც, რაღაც სწორად არ გავაკეთე",- ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

მისი თქმით, კორონავირუსის გავრცელების მაღალი მაჩვენებლის მთავარი მიზეზი სწორედ მოქალაქეების გაუფრთხილებლობა და რეკომენდაციების დარღვევაა და აუცილებელია, რომ მოქალაქეეები მათ გარშემო წესების დაცვას აკონტროლებდნენ.

სომხეთში კოვიდინფიცირების პირველი შემთხვევა პირველ მარტს დაფიქსირდა. დადასტურებულია 11 221 შემთხვევა, გარდაცვლილია 176 ადამიანი.