მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით აქციები გრძელდება - პოლიციამ 33 აქტივისტი დააკავა

საპროტესტო აქციაზე 33 პირი დააკავეს

ერევანში, სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციები გრძელდება. ამის შესახებ „არმენპრესი“ წერს. 

აქციის მონაწილეებმა ოპერის თეატრთან მაშტოცის გამზირის გადაკეტვა სცადეს, თუმცა პოლიციამ მათ ამის შესაძლებლობა არ მისცა.

აქციის მონაწილეებმა სხვა ცენტრალურ ქუჩებში გადაინაცვლეს და მთავრობის სახლთან შეიკრიბნენ.

პოლიციამ ქუჩის საპროტესტო აქციაში მონაწილე 33 პირი დააკავა.

ცნობისთვის, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 10 ნოემბერს ხელი მოაწერეს შეთანხმებას მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების შეჩერების შესახებ. შეთანხმების მიხედვით, რამდენიმე რაიონს სომხური მხარე აზერბაიჯანს გადასცემს, მხარეები ტყვეთა და დაღუპულთა გაცვლას განახორციელებენ, ხოლო რეგიონში რუსეთის ძალები განთავსდებიან. იმავე დღეს ერევანში საპროტესტო აქციები დაიწყო.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

ფაშინიანი: რუსეთი სომხეთისთვის სტრატეგიულ მოკავშირედ დარჩება

ფაშინიანი: მე არ გადავდგები

მთიანი ყარაბაღის განაღმვას, შესაძლოა, 15 წელი დასჭირდეს