მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ფაშინიანმა ინფიცირების სავარაუდო წყარო დაასახელა

სომხეთის პრემიერ-მინისტრი და მისი მეუღლე

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მისი კორონავირუსით ინფიცირების სავარაუდო წყარო დაასახელა. მთავრობის მეთაურის განცხადებით, ეჭვობს, რომ კორონავირუსი ერთ-ერთ სამუშაო შეხვედრაზე ოფიციანტისგან გადაედო, როდესაც მას ჭიქით წყალი მიართვეს.

"მოგეხსენებათ სამუშაო შეხვედრებზე ყოველთვის არის ჭიქა წყალი. შეხვედრის დროს მე შევნიშნე, რომ ერთ-ერთ ოფიციანტს ხელთათმანი არ ეკეთა. ამის შესახებ შენიშვნა მე ადგილზევე გამოვთქვი და ვუთხარი მიმტანი შეეცვალათ",-აღნიშნავს ფაშინიანი.

მისი თქმით, ოფიციანტს, რომელმაც მას წყალი მიართვა, კორონავირუსი დაუდასტურდა.

ცნობილია, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრსა და მისი ოჯახის წევრებს კორონავირუსი დაუდასტურდათ. ნიკოლ ფაშინიანმა და მისმა მეუღლემ ინფიცირებაზე ტესტი ადრეც არა ერთხელ გაიკეთეს, როდესაც მათ ეჭვი ჰქონდათ დაავადებაზე.