მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ფაუჩი ეპიდვითარებაზე: თვითკმაყოფილებას ნუ მივეცემით

აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი

აშშ-ის მთავარი ეპიდემიოლოგის, ექიმ ენტონი ფაუჩის თქმით, მსოფლიო მოსახლეობას არ აქვს იმის საფუძველი, რომ თვითკმაყოფილებას მიეცეს.

ფაუჩი მოსახლეობას აფრთხილებს და ამბობს, რომ ახლა განსაკუთრებით არ შეიძლება ყურადღების მოდუნება. ექიმი ენტონი ფაუჩი ამბობს, რომ კორონავირუსი მისი ყველაზე საშინელი ღამის კოშმარია.

ცნობისთვის, მსოფლიო მასშტაბით კოვიდინფიცირების ზრდის მაჩვენებელი ყოველდღიურად იზრდება. ინფიცირებულია 12 მლნ ადამიანი, ხოლო 7 მლნ-ზე მეტმა ინფექცია დაამარცხა.

კორონავირუსი პირველად ჩინეთში, უჰანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა. 21 იანვარს ჩინეთის ხელისუფლებამ დაადასტურა ინფორმაცია, რომ ვირუსი გადამდებია. კოვიდ-19-მა მოიცვა 210 ქვეყანა. 11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა.