მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ფლორიდას ტროპიკული შტორმი „ისაიასი“ უახლოვდება

შტორმი ფლორიდაში

კორონავირუსის შემდეგ ფლორიდა ტროპიკული შტორმის „ისაიასის“ დარტყმას ელოდება. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.

ფლორიდა აშშ-ის ერთ-ერთი შტატია, რომელიც კორონავირუსული პანდემიით ყველაზე მეტად დაზარალდა.

ქარის სიჩქარე ეპიცენტრში 110 კმ. სთ-ს აღწევს. გაცემულია ევაკუაციის ბრძანება.

ოფიციალური პირები ცდილობენ გახსნან თავშესაფრები, რომლებიც სოციალური დისტანციის რეგულაციებს შეესაბამება და ხელს არ შეუწყობს ვირუსის გავრცელებას.

მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ მოსალოდნელია ელექტროენერგიის შეზღუდვა. ასევე მოუწოდებენ, მოიმარაგონ ერთი კვირის სამყოფი საკვები, წყალი და მედიკამენტები.

„ბიბისის“ ცნობით, „ისაიასმა“ დომინიკის რესპუბლიკასა და პუერტო რიკოში უკვე გაანადგურა მოსავალი, დააზიანა სახლები, გამოიწვია წყალდიდობა და მეწყერი. გარდაცვლილია მინიმუმ 2 ადამიანი.