მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პომპეო: ჯანმო-მ იმედები არ გაამართლა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს განცხადებით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის პანდემიის დროს მოლოდინები ვერ გაამართლა. აღნიშნული განცხადება მან ჩეხეთში ვიზიტისას პარლამენტის ზედა პალატის დეპუტატის შეკითხვებზე პასუხისას გააკეთა.

„ჯანმო-მ კორონავირუსის პანდემიის დროს იმედები არ გაამართლა. ვირუსი ჩინეთში გამოჩნდა. ამ ორგანიზაციამ კი დაინტერესებულ პოლიტიკურ ძალებს მეცნიერებაზე ზეწოლის უფლება მისცა, რამაც მსოფლიოში ეკონომიკის კრიზისი გამოიწვია“, - განაცხადა მაიკ პომპეომ.

მისი თქმით, კორონავირუსის წარმოშობის გარემოება ჯერ კიდევ არ არის დადგენილი, რასაც ჩინეთის ხელისუფლება უშლის ხელს და ის ჯანმო-ზე ძლიერ ზეწოლას ახდენს.

ცნობისთვის, აშშ-მა ჯანმო-ს დატოვების შესახებ განცხადება მიმდინარე წლის 7 ივლისს გააკეთა, რასაც მაიკ პომპეოს მიერ ორგანიზაციის ჩინეთთან გარიგებაში დადანაშაულება და მისთვის დაფინანსების შეწყვეტა უძღოდა წინ.