მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პროტესტის მე-5 დღე - ვითარება ბელარუსში

ბელარუსი დაჭრა

ბელარუსში მეხუთე დღეა პროტესტის ტალღა გრძელდება. აქციებზე მომხდარი დაპირისპირების შედეგად 2 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 6000-ზე მეტი დააპატიმრეს.

ბელარუსის დედაქალაქში სოლიდარობის აქციები ამ დრომდე გრძელდება. დაკავებული მოქალაქეები არასაკმარისი ადგილების გამო საპატიმროების ნაცვლად, სპორტდარბაზებში გადაიყვანეს.

აქციის ერთ-ერთი მონაწილის თქმით, ბელარუსის მილიცია დაუნდობლად უსწორდება დემოსტრანტებს.

„სასტიკად უსწორდებიან ყველას. ზოგს ისე სცემეს, რომ თავის ქალა აქვს გატეხილი“, - აცხადებს აქციის მონაწილე.

ცნობისთვის, ბელარუსში საპროტესტო აქციები საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების დღიდან, 9 აგვისტოდან მიმდინარეობს. მოქმედმა პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ ზედიზედ მეექვსედ გაიმარჯვა და ხმათა 80% მიიღო. საერთაშორისო დამკვირვებლებმა როგორც წინასაარჩევნო გარემო, აგრეთვე, უშუალოდ არჩევნების პროტესტი მკვეთრად უარყოფითად შეაფასეს.

ევროპის ქვეყნების ლიდერები ახალ სანქციებზე ალაპარაკდნენ. სამთავრობო ეგზიტპოლების გამოქვეყნებას მინსკისა და სხვა დიდი ქალაქების ქუჩებში პროტესტი იმავე ღამეს მოჰყვა. პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ რეზინის ტყვიები, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა.