მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პროტესტის მე-7 დღე - ვითარება ბელარუსში

პროტესტის მეშვიდე დღე

ბელარუსში საპროტესტო ტალღა არ წყდება. ბელარუსის დედაქალაქსა და სხვა ქალაქებში ლუკაშენკოს გადადგომის მოთხოვნით აქციები ამ დრომდე მიმდინარეობს.

ბელარუსული გამოცემა tut.by -ის ინფორმაციით, მომიტინგეებმა აქციის დროს დაღუპულების ხსოვნას პატივი მიაგეს.

მას შემდეგ რაც ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა სვეტლანა ტიხანოვსკაიამ მოქალაქეებს მშვიდობიანი გამოსვლისკენ მოჯუწოდა, მას ქვეყანა დაატოვებინეს. ტიხანოვსკაიამ მოქალაქეებს საკუთარი არჩევანის დაცვისკენ მოუწოდა. რაც შეეხება მოქმედ პრეზიდენტს ალექსანდრ ლუკაშენკოს, მან აქციის მონაწილეები კრიმინალში დაადანაშაულა.

ბელარუსში საპროტესტო აქციები საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების დღიდან, 9 აგვისტოდან მიმდინარეობს. მოქმედმა პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ ზედიზედ მეექვსედ გაიმარჯვა და ხმათა 80% მიიღო. საერთაშორისო დამკვირვებლებმა როგორც წინასაარჩევნო გარემო, აგრეთვე, უშუალოდ არჩევნების პროტესტი მკვეთრად უარყოფითად შეაფასეს.

ევროპის ქვეყნების ლიდერები ახალ სანქციებზე ალაპარაკდნენ. სამთავრობო ეგზიტპოლების გამოქვეყნებას მინსკისა და სხვა დიდი ქალაქების ქუჩებში პროტესტი იმავე ღამეს მოჰყვა. პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ რეზინის ტყვიები, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა.

ბელარუსში მიმდინარე მოვლენებს 2 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 6700-ზე მეტი დააკავეს. არჩევნების შემდეგ დაწყებულ საპროტესტო აქციებზე დაკავებული 1000-მდე მოქალაქე დღეს,14 აგვისტოს გაათავისუფლეს.

ალექსანდრე ლუკაშენკო, რომელიც ხელისუფლებაში 1994 წლიდან მოვიდა, ბელარუსის ცესკო-მ გამარჯვებულად სცნო.