მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პუტინი ბელარუსს 1,5 მილიარდი დოლარის კრედიტს დაჰპირდა

პუტინი და ლუკაშენკო სოჭში შეხვდნენ

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ბელარუსს 1,5 მლრდ დოლარის კრედიტს დაჰპირდა. ამის შესახებ ტელეკომპანია Russia Today იუწყება.

„ჩვენ შევთანხმდით, რომ რუსეთი ბელარუსს ან რთულ მომენტში 1,5 მლრდ დოლარის კრედიტს გამოუყოფს და ჩვენ ამას შევასრულებთ“ - განაცხადა პუტინმა ბელარუსის პრეზიდენტთან, ალექსანდრე ლუკაშენკოსთან სოჭში გამართულ შეხვედრაზე.

გამოცემა „მედუზას“ ცნობით, 2008 წლის შემდეგ რუსეთმა ბელარუსს რვა კრედიტი გამოუყო. ბელარუსის საგარეო ვალი რუსეთის მიმართ ამჟამად 7,92 მლრდ დოლარს შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ ბელარუსში 9 აგვისტოს შემდეგ საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.