მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პუტინი: ჩვენ მეზობლების საქმეში არასდროს ვერევით

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი

„ჩვენ არასდროს ვერევით მეზობლების, ზოგადად კი სხვა ქვეყნების საშინაო პოლიტიკაში“, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ყირგიზეთის პრეზიდენტთან სორონბაი ჯენბეკოვთან შეხვედრის დროს განაცხადა.

როგორც აზერბაიჯანული გამოცემა იუწყება, აღნიშნული განცხადება ვლადიმერ პუტინმა ყირგიზი კოლეგის საპასუხოდ გააკეთა, რომელმაც შეხვედრაზე აღნიშნა, რომ საპარლამენტო არჩევნების წინ ქვეყანაში „სხვადასხვა ძალები გააქტიურდნენ“, რომლებიც სტაბილურობას ეწინააღმდეგებიან და საფრთხეს უქმნიან რესპუბლიკის სუვერენიტეტს.

„არ ვერევით მეზობლებისა და ზოგადად, სხვა ქვეყნების საშინაო საქმეეში, თუმცა ამის მიუხედავად, ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერთ სიტუაციის სტაბილიზაციისა და სასარგებლო პოლიტიკური დიალოგისკენ მიმართულ ძალისხმევას”, - აღნიშნა რუსეთის ლიდერმა.