მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პუტინი კორონავირუსზე საგანგებო მიმართვით გამოვა

რუსეთის პრეზიდენტი 2020

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მოსახლეობას უახლოეს საათებში საგანგებოდ მიმართავს. ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

მისი თქმით, პუტინის გამოსვლა ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების საკითხს შეეხება. პესკოვის განცხადებით, მიმართვის გამო პრეზიდენტმა სანკტ-პეტერბურგში გამგზავრება გადადო და მოსკოვში დარჩა.

პრემიერ-მინისტრის მოადგილის ტატიანა გოლიკოვას განცხადებით, რუსეთში კოროვირუსის გავრცელება კონტროლს ექვემდებარება.

ბოლო მონაცემებით, რუსეთში კორონავირუსის 658 შემთხვევაა დაფიქსირებული. გარდაცვლილია 1 ადამიანი.