მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პუტინი: უკრაინასთან ურთიერთობა ყირიმის გამო არ გაფუჭებულა

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი

„რუსეთსა და უკრაინას შორის ურთიერთობების გაუარესება ყირიმის რუსეთის შემადგენლობაში დაბრუნებას არანაირად არ უკავშირდება“,- ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა პროგრამაში „მოსკოვი, კრემლი, პუტინი“ განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინასთან ურთიერთობის გაფუჭება ქვეყანაში ხელისუფლების ცვლილებიდან დაიწყო.

„რაც შეეხება მოვლენების ქრონოლოგიას, პირველ რიგში, მოხდა სახელმწიფო გადატრიალება და ძალაუფლების ჩამორთმევა, და მას შემდეგ ჩვენი შეხედულებები უკრაინის ხელმძღვანელობისგან დიამეტრიულად საპირისპირო გახდა. იმ წუთიდან ჩვენ დავშორდით. ამის შემდეგ დაბრუნდა ყირიმი რუსეთში და არა პირიქით. ასე რომ, ის, რომ უკრაინასთან ჩვენი ურთიერთობები გაუარესდა, პრინციპში, არ არის დაკავშირებული ყირიმთან“,- აღნიშნა რუსეთის ლიდერმა.

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი თვლის, რომ უკრაინასთან ურთიერთობა, ადრე თუ გვიან, დალაგდება.