მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პუტინის და მაკრონის საუბრის პრესაში გაჟონვის გამო საფრანგეთში გამოძიება ჩატარდება

პუტინის და მაკრონის სკაბდალი

საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინის და ემანუელ მაკრონის საუბრის დეტალების პრესაში გაჟონვის გამო გამოძიება ჩატარდება.

„შიდა კონფიდენციალური დოკუმენტის ნებისმიერი გაჟონვა არის ყოვლად დაუშვებელი. მიმდინარეობს გამოძიება. დიალოგი, რომლის დამყარებას საფრანგეთის პრეზიდენტი რუსეთთან ცდილობს, ჩვენი უსაფრთხოების განმტკიცებაზეა ორიენტირებული“. - აცხადებენ საფრანგეთის საგარეოპოლიტიკურ უწყებაში.

ცნობისთვის, 22 სექტემბერს ფრანგულ გამოცემა Le Monde-ში გავრცელდა ემანუელ მაკრონის და ვლადიმერ პუტინის სატელეფონო საუბრის დეტალები. ამ საუბრის დროს პუტინმა მაკრონს უთხრა, რომ რუსმა ოპოზიციონერმა ალექსეი ნავალნიმ საკუთარი თავი თვითონ მოიწამლა.

ამის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პუტინს და მაკრონს შორის "ბერლინელი პაციენტის საკითხი მართლაც განიხილებოდა და კრემლი ვერ იჯერებს, რომ ელისეის სასახლემ ეს ინფორმაცია განზრახ გაასაჯაროვა".