მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რადას დეპუტატი საკუთარ ოფისში გარდაცვლილი იპოვეს

რადას დეოუტატი მოკლეს

უმაღლესი რადას დეპუტატი ვალერი დავიდენკო კიევში, სადეპუტატო ოფისში, გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას მედიასთან უკრაინის შს მინისტრის მოადგილე ანტონ გერაშენკო ადასტურებს.

დავიდენკოს ცეხლასროლი იარაღიდან ჰქონდა ნასროლი.

დეპუტატის მკვლელობის შესახებ პირველი ინფორმაცია მისმა კოლეგამ ანტონ გერაშენკომ საკუთარი ფეისბუქგვერდზე გაავრცელა:

„დღეს კიევში, საკუთარი ოფისის საპირფარეშოში მკვდარი იპოვეს დეპუტატი ვალერი დავიდენკო, რომელსაც თავში ცეცხლსასროლი იარაღიდან ჰქონდა ნასროლი. ადგილზე ტარდება კომპლექსური საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები. პოლიცია და პროკურატურა განიხილავენ მომხდარი ტრაგედიის ყველა შესაძლო ვერსიას.“

უპარტიო დეპუტატი დავიდენკო „ნდობის ჯგუფის“ წევრი იყო და ეკონომიკურ საკითხებზე მუშაობდა.

სამართალდამცველები მუშაობენ სუიციდის, მკვლელობის და მკვლელობის ინსცენირების ვერსიებზე.