მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რომის პაპი აბორტის გაკეთებას მკვლელის დაქირავებას ადარებს

რომის პაპი

რომის პაპი ფრენსისი აბორტის გაკეთებას „მკვლელის დაქირავებას“ ადარებს. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

მან არგენტინაში საპროტესტო აქციაზე შეკრებილ ქალებს, რომლებიც აბორტის ლეგალიზების კანონს აპროტესტებდნენ მადლობა გადაუხადა.

რომის პაპმა მათ წერილობით მიმართა, სადაც ის წერს, რომ ამაყობს მათი ქცევით და ასე უნდა განაგრძონ.

„ორი კითხვა დავსვათ: სამართლიანია ადამიანის სიცოცხლის აღმოფხვრა პრობლემის გადასაჭრელად? სწორია თუ არა მკვლელის დაქირავება?

ქვეყანა ამაყობს იმით, რომ თქვენნაირი ქალები ჰყავს“, - წერს რომის პაპი.

ცნობისთვის, არგენტინის პრეზიდენტმა ალბერტო ფერნანდესმა წარადგინა კანონპროექტი, რომლის თანახმად, პროცედურა „ლეგალური, უსაფრთხო და უფასო“ გახდებოდა მთელი ქვეყნის მასშტაბით, რასაც აქციები მოჰყვა.