მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რომის პაპი უსახლკაროებს Covid 19-ზე უფასო ტესტირებას სთავაზობს

რომის პაპი

რომის პაპი ფრანცისკე უსახლკაროებს ვატიკანში კორონავირუსზე უფასო ტესტის გაკეთებას სთავაზობს.

რომის პაპი აცხადებს, რომ უსახლკაროებს წმინდა პეტრეს მოედანზე მდებარე საავადმყოფოში მიიღებენ და შესაბამის სამედიცინო დახმარებას გაუწევენ.

პონტიფიკოსის თქმით, აღნიშნული შეთავაზება უვადოდ დარჩება ძალაში. უსახლკარო პირები, რომლებსაც კორონავირუსი არ დაუდასტურდებათ სერთიფიკატს მიიღებენ და თავშესაფარში გადავლენ, ხოლო კოვიდდადებით უსახლკაროებს პროტოკოლით დადგენილი წესებით მიხედვით ჩაუტარდება მკურნალობა.

ინფორმაციისთვის, იტალიაში კოვიდინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 1 მლნ-ს გადააჭარბა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔴 საბერძნეთის ციხეში კორონავირუსი გავრცელდა, სადაც ქართველი პატიმრებიც იმყოფებიან

🔴 საქართველოში კორონავირუსით 33 ადამიანი გარდაიცვალა