მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„როსკოსმოსის" ხელმძღვანელის მრჩეველი სახელმწიფო ღალატის ბრალდებით დააკავეს

რუსეთში დაკავებული ჯაშუში

„როსკოსმოსის“ გენერალური დირექტორის მრჩეველი ივან საფრონოვი ნატო-ს სპეცსამსახურებისთვის საიდუმლო ინფორმაციის გადაცემის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

რუსი სამართალდამცავების განცხადებით, საფრონოვი, ასრულებდა ნატო-ს ერთ-ერთი სპეცსამსახურის დავალებებს, შეეგროვებინა და გადაეცა მათთვის საიდუმლო ინფორმაცია რუსეთის სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის, თავდაცვისა და უსაფრთხოების შესახებ.

საფრონოვს ბრალი სახელმწიფო ღალატში ედება და მას 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

„როსკოსმოსის“ განცხადებით, ივან საფრონოვის დაკავება კორპორაციაში მის საქმიანობას არ უკავშირდება. მანამდე საფრონოვი მუშაობდა გაზეთებში -„ვედმოსტი“ და „კომერსანტი“.