მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთი კორონავირუსის ვაქცინას სამხედროებზე გამოცდის

რუსები კორონავირუსის ვაქცინას ჯარისკაცებზე გამოცდიან

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო კორონავირუსის სამამულო წარმოების ვაქცინის გამოცდას 50 მოხალისე ჯარისკაცზე გამოცდის. უწყების ცნობით, ცდები ივლისის ბოლომდე უნდა დასრულდეს.

რუსული მედიის ცნობით, ვაქცინა თავდაცვის სამინისტროს 48–ე ცენტრალური სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომლებმა შეიმუშავეს.

ცდების ჩასატარებლად 50 სამხედრო მოსამსახურე შეირჩა, რომლებმაც „საკუთარი ნებით გამოთქვეს ცდებში მონაწილეობის სურვილი“. ცდებისთვის მომზადება 3 ივნისს დაიწყება, როდესაც საცდელი სამხედროები თავდაცვის სამინისტროს სპეციალურ სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსდებიან.