მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთიდან ცნობილ უფლებადამცველს აძევებენ

რუსეთიდან უფლებადამცველს აძევებენ

არაკომერციული ორგანიზაციის, „სამართლებრივი ინიციატივის“ დირექტორს, ვანესა კოგანს რუსეთიდან აძევებენ. კოგანი აშშ-ის მოქალაქეა, მაგრამ უკვე 11 წელია რუსეთში ცხოვრობს. შემოდგომაზე მან რუსეთის მოქალაქეობის მიღების თხოვნით შესაბამის ორგანოებს მიმართა, მაგრამ საპასუხოდ წერილი მიიღო, რომ მოქალაქეობას მას არ მისცემენ, ხოლო ბინადრობის უფლება გაუქმებულია. ამის შესახებ Reuters იუწყება. 

კოგანს რუსეთის ფედერაციის დასატოვებლად 2 კვირა მისცეს. როგორც თავად აცხადებს, მეუღლე და 2 შვილი ჰყავს, რომლების რუსეთის მოქალაქეები არიან, მაგრამ რუსეთში საცხოვრებლად დასარჩენად ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.

„სამართლებრივი ინიციატივა“ ჩრდილოეთ კავკასიის მოსახლეობის უფლებების დაცვით არის ცნობილი. რუსეთში ეს ორგანიზაცია 2000 წლიდან მუშაობს. ფონდის საქმიანობა დაიწყო იმით, რომ რამდენიმე უფლებადამცველმა ჩეჩნეთში ჩადენილი დანაშაულების დროს დაზარალებულებს სასამართლოებში განხილვის დროს დახმარება გაუწია.

ბოლო დროს რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური უფლებადამცველი ორგანიზაციების საქმიანობის მიმართ დიდ ინტერესს იჩენს. ამ ორგანიზაციების საქმიანობის შემოწმება აქტიურად მიმდინარეობს.