მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთის დუმის 5 დეპუტატს კორონავირუსი დაუდასტურდა

რუსეთის პარლამენტის შენობა

რუსეთის დუმის 5 დეპუტატს კორონავირუსის დიაგნოზი აქვს დადასტურებული. ამის შესახებ პარლამენტის ქვედა პალატის სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა განაცხადა.

დეპუტატებს ლეონიდ კალაშნიკოვსა და დიმიტრი ნოვიკოვს კორონავირუსი 25 აპრილს, ხოლო სვეტლანა მაქსიმოვას 6 მაისს დაუდასტურდა.

ვოლოდინმა დანარჩენი ორი ინფიცირებული პარლამენტარის ვინაობა არ დაასახელა. მისი განმარტებით, ერთი დეპუტატი უკვე გამოჯანმრთელდა, ორი სახლში მკურნალობს, ხოლო კიდევ ორი ​​საავადმყოფოშია. მან კოლეგებს სიფრთხილისკენ და რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდა.