მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთში ქარიშხალს მსხვერპლი მოჰყვა

ეკატერინგურგში ქარიშხალს მსხვერპლი მოჰყვა.

რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგში ქარიშხლის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი ოთხამდე გაიზარდა. ამის შესახებ რუსულ საინფორმაციო სააგენტო Tass-ს რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარი სამმართველოს პრეს-სამსახურის უფროსმა ვალერი გორელიხმა განუცხადა.

„გარდაცვლილთა რაოდენობა ოთხამდე გაიზარდა, თუმცა, ეს სრული და საბოლოო ინფორმაცია არ არის. დაზარალდა არა მხოლოდ ეკატერინბურგი, არამედ რეგიონის სხვა რაიონებიც. ინფორმაციის მოძიება ამ წუთებშიც მიმდინარეობს“, - აღნიშნა გორელიხმა.