მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთში კაცმა 5 ახალგაზრდა მოკლა ხმამაღალი საუბრისთვის

რუსეთი, მკვლელობა

რუსეთის რიაზანის ოლქში 32 წლის კაცმა შელაპარაკების გამო 5 ახალგაზრდა მოკლა, რომლებიც მის ფანჯრებთან მანამდე ხმამაღლა საუბრობდნენ.

ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, 4 აპრილს საღამოს კაცმა შენიშვნა მისცა ახალგაზრდებს, რომლებიც ქუჩაში, მის ფანჯრებთან, ხმამაღლა საუბრობნენ. ამის შემდეგ მათ შორის შელაპარაკება მოხდა.

შედეგად, კაცმა საკუთარი სანადირო თოფით 4 ბიჭი და ერთი გოგო ჩაცხრილა. ხუთივე დაიღუპა.

რუსული გამოცემა „ინტერფაქსის“ მონაცემებით, მროლელი ფსიქიატრთან იყო აღრიცხვაზე. იგივე წყაროს ცნობით, მან თავისი მეზობლები დახოცა.