მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთში კორონავირუსის 9263 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

სასწავლო პროცესის შეწყვეტა

ბოლო 24 საათში რუსეთის ფედერაციაში კოვიდინფიცირების 9263 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

აღნიშნულ მონაცემებს worldometers ავრცელებს. ამავე მონაცემების თანახმად, რუსეთში ასევე ბოლო 24 საათში ვირუსს 115 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობა 2837-მდე გაიზარდა. რაც შეეხება კოვიდ-19-სგან განკურნებულებს, რუსეთში პანდემიის დაწყებიდან დღემდე ინფექცია სულ 76 130-მა ადამიანმა დაამარცხა.

ცნობისთვის, კოვიდვირუსი მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული. ინფიცირებისა და გარდაცვალების რაოდენობის მაჩვენებლით პირველ ადგილს აშშ იკავებს, ხოლო მეორე ადგილს რუსეთის ფედერაცია. 11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა.