რუსეთის ფედერაციაში კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 5215-მდე გაიზარდა.
worldometers-ის მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათში რუსეთის ფედერაციაში კოვიდვირუსი 8536 ადამიანს დაუდგინდა, ხოლო დროის ამ მონაკვეთში ვირუსით 178 ადამიანი გარდაიცვალა. რაც შეეხება განკურნებულებს, მათი რიცხვი 3 ივნისის მონაცემებით 195 ათასს აჭარბებს.
ცნობისთვის, მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირების ზრდის მაჩვენებლის კუთხით აშშ კვლავ ლიდერად რჩება, მეორე პოზიციას ბრაზილია, ხოლო მესამეს რუსეთის ფედერაცია იკავებს.