მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთში მედია ბიზნესი პანდემიის შედეგად ყველაზე დაზარალებული სექტორების სიაში მოხვდა

ტელევიზია რუსეთში

რუსეთის პრემიერ-მინისტრმა მიხაილ მიშუსტინმა მედია ბიზნესი კორონავირუსის პანდემიის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალებული სექტორების სიაში დაამატა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

”ბეჭდვითი საქმიანობა და მედია ბიზნესი შედის ეკონომიკის იმ სექტორების ჩამონათვალში, რომლებიც კორონავირუსული ინფექციის გავრცელების შედეგად ყველაზე მეტად დაზარალდნენ”, - ნათქვამია მოხსენებაში.

განახლებულ სიაში შედის წიგნების, ჟურნალებისა და გაზეთების გამომცემლები, ასევე რადიოსადგურები, სამაუწყებლო კომპანიები, ონლაინ გამოცემები და ახალი ამბების სააგენტოები.

მედია ბიზნესის აღნიშნულ ჩამონათვალში შეტანა, მათთვის, დღგ-ის გარდა, ყველა გადასახადის ექვსი თვით გადავადებას, სესხებზე შეღავათებსა და გაკოტრებაზე მორატორიუმის გამოცხადებას ნიშნავს.

რუსეთის პრემიერ-მინისტრმა მიხაილ მიშუსტინმა კოროვირუსული პანდემიით ყველაზე მეტად დაზარალებული ინდუსტრიების სია რამდენიმე დღის წინ შეადგინა. მათ შორისაა საჰაერო ტრანსპორტი, აეროპორტების საქმიანობა, სასტუმრო ბიზნესი, ფიტნეს და დასვენების ცენტრები, კვების ობიექტები, ტურიზმი და განათლება.

რუსეთში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვები დღეიდან რბილდება.