მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთში პოლიციამ კაცი ჩაცხრილა – შპალერის ქურდობისთვის

სპეცოპერაცია რუსეთში

რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგში სამართალდამცველებმა მოკლეს პიროვნება, რომელმაც მაღაზიიდან 4 რულონი შპალერი მოიპარა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

სპეცოპერაცია პირველ ივნისს, ღამით ჩატარდა. მაღაზიიდან გაქცეული 27 წლის კაცი ბინაში იმალებოდა. სპეცოპერაციის დროს სახლში მისი მამაც იმყოფებოდა.

გავრცელებული ინფორმაციით, კაცი პოლიციელებს შეიარაღებულ წინააღმდეგობას უწევდა. კერძოდ, მან გამოიყენა გაზის სპრეი და სამართალდამცავებს ცივი იარაღით ემუქრებოდა, რის გამოც პოლიცია იძულებული გახდა მისთვის ცეცხლი გაეხსნა.

ოფიციალური უწყების განცხადებით, მამაკაცმა სერიოზული დანაშაული ჩაიდინა, რადგან ის ძარცვისას მაღაზიაში თანამშრომლებს დანის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა. დანაშაული ისჯება სისხლის სამართლის კოდექსის 162-მუხლის მე-2 ნაწილით, რაც ცივი იარაღის გამოყენებით ძარცვას გულისხმობს.

ფაქტი საზოგადოებაში უკვე შეადარეს ამერიკაში რამდენიმე დღის წინ პოლიციელების მიერ ჯორჯ ფლოიდის მიმართ განხორციელებულ ძალადობას. სოციალურ ქელს Twitter-ში მოქალაქეები წერენ, რომ რუსეთში პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტების შემთხვევები ხშირია და ამერიკისგან განსხვავებით ეს რასიზმის საფუძველზე არ ხდება.