მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სააკაშვილი უკრაინაში აზარტული თამაშების ლეგალიზაციას ითხოვს

სააკაშვილისკენ შეტრიალება უკრაინას არ წაადგება

უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელი მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში აზარტული თამაშების ლეგალიზაციის ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ მან სოციალური ქსელის პირად გვერდზე დაწერა.

მისი თქმით, უკრაინაში სათამაშო ბიზნესი ფუქნციონირებს, თუმცა არალეგალურად, რასაც ბიუჯეტისთვის შემოსავალი არ მოაქვს.

”ჩვენი წინასწარი შეფასებით, ფიზიკური და ონლაინ კაზინოებისთვის ერთიანი ფიქსირებული ლიცენზიის შემოღებით, პირველ წელს ბიუჯეტს შეუძლია $230 მლნ-ზე მეტი მიიღოს,” - აღნიშნავს სააკაშვილი.

როგორც მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, აზარტული თამაშების ბიზნესი საშუალებას იძლევა აშენდეს ისეთი ქალაქები როგორიც არის ლას-ვეგასი და ბათუმი.

სათამაშო ბიზნესი უკრაინაში 2009 წლიდან არის აკრძალული, თუმცა, კაზინოების უმრავლესობა არალეგალურად აგრძელებს მუშაობას. სათამაშო ბიზნესის ლეგალიზაციის იდეა, მანამდე, 2019 წლის აგვისტოში, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თურქეთში ვიზიტის დროს გაახმოვანა.