მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საბერძნეთის სანაპიროსთან ძლიერი მიწისძვრა მოხდა

მიწისძვრა ზღვაში

ხმელთაშუა ზღვაში, საბერძნეთის სანაპიროსთან 5,9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.

მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ მეტონიდან (პელოპონეს პერიფერია) სამხრეთ-დასავლეთით 224 კმ-ში მდებარეობდა. ბიძგების კერა ზღვის დონიდან 20,2 კმ სიღრმეზე იყო.

ინფორმაცია ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ამ დრომდე არ ვრცელდება.