მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საბერძნეთის სპეცრაზმმა მიგრანტებიის წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა

მიგრანტების აქცია

საბერძნეთის სპეცრაზმმა კუნძულ ლესბოსზე მიგრანტების საპროტესტო აქციის დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, დაძაბულობა სამართალდამცავებსა და მომიტინგეებს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც მიგრანტებმა მიტილენეს პორტისკენ მიმავალ გზაზე მსვლელობა მოაწყვეს. რომელიც პოლიციას გადაკეტილი იმის გამო ჰქონდა, რომ ახლომდებარე ტერიტორიაზე მიგრანტების დროებითი თავშესაფრით უზრუნველყოფის მიზნით კარვების გაშლა დაიწყეს.

„ევროპა სოლიდარობის სიტყვებიდან სოლიდარობის მოქმედებაზე უნდა გადავიდეს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ინფრომაციისთვის, ხანძარი მიგრანტთა ბანაკში 9 სექტემბერს გაჩნდა, ბანაკს 12 ათასზე მეტი ადამიანი აფარებდა თავს. ამჟამად ადგილობრივი ხელისუფლება საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით ახალ ბანაკს აშენებს, არასრულწლოვნებს კი ევროკავშირის 10 ქვეყანა მიიღებს.